არჩილ გამზარდია ნარმანიას – „ყველა გაგინებთ და მეც ვერ გამართლებთ“

მედიაექსპერტი არჩილ გამზრდია საკუთარ სახლში დედაქალაქის მერს ჩაიზე ეპატიჟება. გამზარდიას სურს, რომ დავით ნარმანიამ თემქაზე დანგრეული ქუჩები ნახოს და შერცხვეს.
„თბილისის მერს ვეპატიჟები სახლში ჩაიზე, გულით და სულით და ჩაით. თემქაზე ვცხოვრობ და იქნებ, გზად რომ გამოივლის, ჩარგლის ქუჩით ამოვიდეს, შერცხვეს და გაკეთებაზე იფიქროს; მერე თუ ახალ წლამდე ამოვა და ერთი ციდა საახალწლო განცდა არ შეექმნება, იქნებ შერცხვეს და განათებები, წლების განმავლობაში რომ იყო სანზონასა და თემქის ნაწილში მაინც, ისევ დააბრუნოს; მერე, ჩემს კორპუსთან „ნაცების“ გაკეთებულ პატარა სტადიონს რომ ნახავს, რომელსაც მერე ხელოვნური ბალახიც აახიეს, ე.წ. სეტკაც და ა.შ. და წაიღო გაუგებარი მიმართულებით მერიის ხალხმა, იქნებ, ამაზეც შერცხვეს და გააკეთოს, თორემ, ხან რომელი პატარა ბავშვი იყვლეფავს მუხლებს ცემენტზე და ხან რომელი;
მართლა, გეპატიჟებით, ბატონო დავით, ჩაიც მაქვს და შაქარსაც ჩაგიყრით, პრასისა არ იყოს, ჩემთვის არაფერს გთხოვთ, მთლად არარაობებად ნუ გვაგრძნობინებთ გარეუბნის მოსახლეებს თავს, თქვენს არსებობას მხოლოდ ორმოებით კი ნუ გვაგრძნობინებთ, მომეცით მიზეზი, ადგილობრივებს ვუმტკიცო, რომ საქმეს აკეთებთ, თორემ ყველა გაგინებთ და მეც ვერ გამართლებთ“, – წერს არჩილ გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები