ეკატერინე გრიგალავამ პრომეთეს მღვიმეში გამართულ საახალწლო აქციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე – პრომეთეს მღვიმეში გამართულ საახალწლო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, მღვიმის დასათვალიერებლად მისულ მოსწავლეებს გიდის ნაცვლად, თოვლის პაპამ უმასპინძლა. აქციაში წყალტუბოს რაიონის საჯარო სკოლის 30 მოსწავლე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მონაწილეობდნენ. საახალწლო აქცია პრომეთეს მღვიმეში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.