აშშ-ში ტორნადოებმა 40 ადამიანი იმსხვერპლა
ამერიკის სხვადასხვა შტატში ტორნადოებმა, ძლიერმა ქარებმა და წყალდიდობებმა, საერთო ჯამში, 40 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სულ მცირე 11 ადამიანი ტეხასის შტატში დაიღუპა, სადაც დალასის სიახლოვეს რამდენიმე ტორნადო მოხდა.
სტიქია წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულოდ თბილმა ამინდმა გამოიწვია. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადააგდო, ტორნადომ დენის გადამცემი ხაზები ჩამოწყვიტა და სახლები დაანგრია. ილინოისსა და მისურიში წყალდიდობის დროს სულ მცრე 11 ადამიანი დაიღუპა.