დიდ ბრიტანეთში წყალდიდობას ებრძვიან

დიდ ბრიტანეთში წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიამ, რომელიც ქვეყანას თავს დაატყდა, ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე რამდენიმე რაიონი დატბორა. მანჩესტერსა და ლიდში ადიდებული მდინარეები ქალაქის ქუჩებში მოედინება.
სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც დენის გარეშეა დარჩენილი 11 000-მდე ოჯახი. დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას სამხედროები უწევენ.
სტიქიის შედეგად დატბორილია გზები და ხიდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები