აშშ-ში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ქარიშხალს, რომელიც შტატებს თავს დაატყდა, კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საერთო ჯამში, დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, დაშავებულია 60 ადამიანი.
გასული დღეების განმავლობაში სტიქიის შედეგად მისისიპიში 10, ხოლო ტენესის, არკანზასისა და ალაბამის შტატებში 6 ადამიანი დაიღუპა.
განადგურებულია 800-მდე საცხოვრებელი სახლი, წყალდიდობის გამო, დაკეტილია საავტომობილო გზები. შეფერხებით ფუნქციონირებს დალასის უმსხვილესი აეროპორტი.
მეტეოროლოგები ქარიშხლის გამომწვევ მიზეზად, ზამთრის პერიოდისთვის ჰაერის უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას ასახელებენ.