33 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა – ფოტოკოლაჟი

22-წლიანი დევნილობის შემდეგ, თბილისში „ოლიმპიურ სოფელში“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსებში 561 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში 33 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინების გადაცემის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი.
ცნობისთვის, დოდაშვილის ქუჩა N18/22-ში მდებარე კორპუსი სამშენებლო კომპანია შპს „ბან“-მა ააშენა. მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვას სამინისტრო კონკურსის წესით ახორციელებს.
დოდაშვილის ქუჩაზე არსებული 33 ბინიდან 4-ერთოთახიანია, 13-ოროთახიანი და 16- სამოთახიანი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2016 წელს თბილისში ბინას კიდევ 500 დევნილი ოჯახი მიიღებს.

5916_937715039617527_5734425854004965988_n 9539_937715036284194_5068943759383310064_n 943802_937715109617520_5163413615808161001_n 1463193_937715106284187_7936327738160948160_n 1505346_937715069617524_4845744831000603580_n 1910048_937715022950862_8263543324219821352_n 1918968_937714972950867_7347736372326955995_n 1919610_937714976284200_594522431869803722_n 1931396_937715542950810_7518483848044695934_n 10259165_937715182950846_1445633208178162398_o 10565276_937715266284171_4723605392439437941_n 10653383_937715176284180_1536582229753476751_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები