თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 06:00 საათიდან 08:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, თავისუფლების მოედნის, ერეკლე მეორეს მოედნის, პურის მოედნის, სოფელ ოქროყანის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბერიძის, ჩიტაძის, ჭონქაძის, კრავეიშვილის, არსენას, მესხის, კოტეტიშვილის, ბესიკის, ვირსალაძის, ჭანტურიას, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ვეკუას, ხიდის, ფხოვის, ყიფიანის, გერგეთის, ასათიანის, მთაწმინდის, ბოტანიკის, ტაბიძის, ლერმონტოვის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ყავლაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, ივერიის, გულიას, კოტე აფხაზის, ანტონ კათალიკოსის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, შარდენის, სიონის, თუმანიანის, პუშკინის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, გუდიაშვილის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, ქიქოძის, თვალჭრელიძის, 9 აპრილის, დავითაშვილის, ამაღლების, სავანელის, შინდისის, ავთანდილის, წავკისის, ბოლო აღმართის, ჩაიკოვსკის, იაშვილის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თონის, გომის, ჯვარედინის, ასკანის, საადის, გორგასლის, სამღებროს, სალმის, ზდანევიჩების, შალვა დადიანის, მაჩაბელის, დიუმას, აბესაძის, ახოსპირელის, კუფტინის, საიათნოვას, კოჯრის, ვერცხლის და აბო თბილელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.