თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2016 წლის ბიუჯეტს ოპოზიციის წევრმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ბიუჯეტს საკრებულოს 32-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 10-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
ოპოზიცია ბიუჯეტს “თბილისის მთავრობის ჩინოვნიკებზე მორგებულს” უწოდებს, სადაც, მათი მტკიცებით, მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
ოპოზიციის შეფასებებს მმართველი გუნდი არ იზიარებს. თბილისის მერის, დავით ნარმანის, განცხადებით2016 წლის ბიუჯეტი აქამდე წარმოდგენილ ყველა ბიუჯეტზე უკეთესია და მასში თბილისელების ყველა პრობლემა გათვალისწინებულია.