ვინ არის საგარეო უწყების მომავალი ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე

ღირსების ორდენის მფლობელი, 34 წლის მიხეილ ჯანელიძე, რომელიც მომავალმა პრემიერმა დღეს საგარეო უწყების მომავალ ხელმძღვანელად დაასახელა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე 2015 წლის 21 სექტემბერს დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომდე იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. ამ თანამდებობას იგი 2011 – 2015 წლებში იკავებდა.
2009 – 2011 წლებში მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი იყო. მიხეილ ჯანელიძის სახელს უკავშირდება შ. პ.ს. “ჯანელიძე და კომპანია”, სადაც ის კომპანიის თანაპარტნიორი იყო. წლების განმავლობაში ვისოლ ჯგუფში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 2003 – 02.2004 წლებში. მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტად მუშაობდა.
მიხეილ ჯანელიძემ 2002 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლა რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სამართალის ასპირანტურაში გააგრძელა.
მან , 2008-2010 წელს კავკასიის ბიზნეს სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აღმასრულებელთათვის წოდება მიიღო. 2008-2010 წლებში კი სწავლა საფრანგეთში, გრენობლის ბიზნეს სკოლაში გააგრძელა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის წოდება მიიღო. მიხეილ ჯანელიძე 1981 წლის 29 მარტს დაიბადა. დაოჯახებულია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
მას 2011წელს ღირსების ორდენი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები