“არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება”

არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში დეტალურად გაეცნობა სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას.
“პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები