ლაშა მახარაძის დედა გიორგი ოქროპირიძის უვადო პატიმრობას ითხოვს

გარდაცვლილ ლაშა მახარაძის დედა საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.
„რა თქმა უნდა უვადო პატიმრობა უფრო შეეფერებოდა გიორგი ოქროპირიძის პიროვნებას, მაგრამ მოსამართლემ რატომღაც ასე გადაწყვიტა, – განაცხადა გარდაცვლილ ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ საქალაქო სასამართლოში ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ.
გარდაცვლილის დედის აზრით, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე სერიული მკვლელია და ის სასჯელის უმაღლეს ზომას – უვადო პატიმრობას იმსახურებდა.
“რა თქმა უნდა უვადო პატიმრობა უფრო შეეფერებოდა გიორგი ოქროპირიძის პიროვნებას, მაგრამ მოსამართლემ რატომღაც ასე გადაწყვიტა. 20 წელი მაგისთვის უვადოს ნიშნავს იგივეს. მაინც მე განცდა მქონდა, რომ უვადოს მისცემდა მოსამართლე, მეტი ეკუთვნოდა. მეტი სასჯელის ღირსი იყო, როცა საქმე გვაქვს სერიულ მკვლელთან. 20 წლის მერეც რომ გამოვიდეს იგივე უნდა გააკეთოს და რა პრინციპით არ მისცა მოსამართლემ უვადო პატიმრობა, მე არ ვიცი”, – აღნიშნა დიდებულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები