თბილისის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარეს ირაკლი აბესაძეს საკრებულოში უმრავლესობა დაუპირისპირდა.
თბილისის საკრებულოს წევრები თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს და დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გამოსვლას აფასებენ. ირაკლი აბესაძემ დავით ნარმანია გააკრიტიკა და ის პრობლემები ჩამოთვალა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს.
აბესაძემ დავით ნარმანიას უავტორიტეტო უწოდა, რასაც ხმაური და მაგიდაზე ბრაგუნი მოჰყვა. ირაკლი აბესაძეს უმრავლესობის წევრებმა საუბარი შეაწყვეტინეს, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა, თავის ადგილზე დამჯდარიყო.
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ კი დედაქალაქის მერს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გაკეთებული განცხადება შეახსენა “ნაცუკანების” შესახებ.
“როდესაც მერი ნაცუკანებზე საუბრობს, ჩვენც შეგვიძლია, “ქოცუკანებზე” ვისაუბროთ, მაგრამ ჩემს ოჯახიშვილობას ეს არ შეეფერება”, – აღნიშნა საუბრისას სევდია უგრეხელიძემ.
ცნობისთის, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან მასში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მოთხოვნები გათვალისწინებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები