ირაკლი აბესაძემ დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდა
თბილისის საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის მთავრობის წევრები და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებიან.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, თბილისის მერს მთელი წელი ნერგების დარგვისა და თვლის გარდა არაფერი გაუკეთებია.
“თვალი გაახილეთ და დაინახეთ, რომ თქვენი საქმიანობით თბილისელები არიან უკმაყოფილონი”, – აღნიშნა აბესაძემ.