სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარეებმა, სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან უმრავლესობამ მათი შეთავაზება კომისიის სხდომების გონივრულ ვადაში ჩატარების თაობაზე არ გაითვალისწინა.
წარმოდგენილ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ირაკლი აბესაძემაც დააფიქსირა.
მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული არ არის.
დეპუტატის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით თბილისის მერია წინა წლებთან შედარებით პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას ამცირებს.
,,სამწუხაროდ, ჩვენი წინადადებები, მათ შორის, ავტობუსის მძღოლებისთვის, მეეზოვებისა და სხვა ადამიანებისთვის ხელფასების ზრდის თაობაზე არ იქნა გათვალისწინებული”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლები დედაქალაქის მერსა და უმრავლესობას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტისადმი საკუთარ დამოკიდებულებას წარმოუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები