„პოზიცია“ 27 დეკემბერს მორიგ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ 2015 წლის 27 დეკემბერს კლუბ „Urban Lounge“-ში ახორციელებს რიგით მე-7-ე საქველმოქმედო პროექტს სახელწოდებით „ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად“.
როგორც “პოზიციაში” აცხადებენ, აღნიშნულ საღამოზე წარსდგებიან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ერისიონი“ და ანსამბლი „ალილო“. “ამჯერად ვეხმარებით პატარა, 5 წლის გოგონას ნინი ელოშვილს, რომელსაც აქვს ცერებრალური დამბლა”, – ნათქვამია პოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.