“რუსთავი 2-ის “ მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს

რუსთავი 2-ის  მხარდამჭერ აქციაზე  დაკავებული პირები გაათავისუფლეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ახალბედაშვილმა  ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თითოეულ მათგანს 3 000 ლარის გადახდა დაევალათ.

პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეწინააღმდეგებოდა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის საშიშროება, რაზეც დაცვის მხარემ პასუხად პასპორტების ჩაბარება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით ქუთაისის პარლამენტთან 2 ოქტომბერს დააკავეს.

წყარო: “რუსთავი 2“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები