მამუკა არეშიძე “ქართული ოცნების” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი იქნება
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “ქართული ოცნების” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი იქნება. როგორც არეშიძემ “კვირას“ განუცხადა “ქართული ოცნებისგან” არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო და წინასწარი თანხმობაც განაცხადა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება, მას შემდეგ გახდა აუციელებელი, რაც გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა. გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მამუკა არეშიძე გარდაბანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო წარდგენილი.