საკრებულო ხვალ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ხვალ განიხილავს. ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 815,893 მლნ ლარია.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 214 მილიონ ლარზე მეტია დაგეგმილი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის სამუშაოებისთვის – 103 მლნ ლარი, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრებისთვის – 167 მლნ ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებული პროექტებისთვის კი – 68 მლნ ლარი.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის მერიამ საკრებულოს 10 დეკემბერს გადაუგზავნა.