CNN-ის მსოფლიოს ქალაქების საახალწლო განათებებში თბილისიც მოხვდა (ფოტოკოლაჟი)
CNN-ის საახალწლო განათებების ფოტოკოლაჟში თბილისიც მოხვდა. მსოფლიოს 16 ქალაქს შორის საუკეთესო განათებით საქართველოს დედაქალაქიც გამოირჩევა, კერძოდ – რუსთაველის გამზირის განათება და თავისუფლების მოედნის ნაძვის ხე. ფოტოკოლაჟში ისეთი ქვეყნებიც შევიდა, როგორიცაა: აშშ, იაპონია, გერმანია, შვეიცარია, უნგრეთი, ინდოეთი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ბი-ბი-სის“ ვერსიით, თბილისის ნაძვის ხე საუკეთესო ნაძვის ხეების ფოტოკოლაჟში მოხვდა.