დიმიტრი ქუმსიშვილმა არქიტექტორები და მშენებლები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორები და მშენებლები დააჯილდოვა. აღნიშნული წოდებები წელს 6 არქიტექტორსა და ერთ მშენებელს მიენიჭათ.
წოდებები გადაეცათ არქიტექტორებს: ქეთევან კობახიძეს, რევაზ გოგიტიძეს, გია ნადირაძეს, თამაზ გერსამიას, მამუკა ზაალიშვილს, დემურ სვანიძესა და მშენებელ ნოდარ ხინშიაშვილს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებებით აღნიშნული დარგის ღვაწლმოსილ დამსახურებულ სპეციალისტებს ყოველწლიურად აჯილდოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები