რაიბულ ქირია სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დოქტორანტმა რაიბულ ქირიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიზნით განაცხადი შეიტანა.
უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
კონკურსის პირობების თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატს აკადემიური საბჭო წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს, რომელიც კანდიდატს დაამტკიცებს. ამ დროისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორი კანდიდატია დარეგისტრირებული: ნინო თოფურიძე – ასოცირებული პროფესორი და რაიბულ ქირია – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დოქტორანტი. კანდიდატების შერჩევა მათი წარდგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მოხდება.