გელა დუმბაძე: ჩემი სამშობლოს და საქმის წინაშე პირნათელი ვარ

შინაგანი გაწონასწორებული გრძნობა მაქვს, რომ ჩემი საქმის, სამშობლოს მიმართ ვარ პირნათელი და მშვიდი, – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გელა დუმბაძემ დასძინა, რომ ჯერ თავადაც არ იცის, იქნება თუ არა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრი.
“იმის გათავისებით, რომ ვარ პირნათელი ჩემი სამშობლოს და საქმის წინაშე, ძალიან მშვიდად და მართლად ვგრძნობ თავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. მინდა ყველას ვუთხრა, შევინარჩუნოთ აბსოლუტური სიმშვიდე, რამდენიმე დღეში გაირკვევა ახალი მინისტრთა კაბინეტი. კანდიდატებს შორის დასახელებულია ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. აბსოლუტურად მისაღებია, ის არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი პროფესიონალი. ვფიქრობ, იქნება ღირსეული ხალხი, რომლებიც გააგრძელებენ წამოწყებულ რეფორმებს და საქმეს. მე ვერ გეტყვით, ვიქნები თუ არა. შინაგანი გაწონასწორებული გრძნობა მაქვს, რომ ჩემი საქმის, სამშობლოს მიმართ ვარ პირნათელი და მშვიდი” , – განაცხადა გელა დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები