სოსო პავლიაშვილი – რუსეთი და საქართველო ერთად უნდა იყვნენ

მე ვარ ადამიანი, რომელიც ჭიპლარით საქართველოსთან არის დაკავშირებული, ხოლო ჩემი გული რუსეთში ძგერს, – ამის შესახებ კომპოზიტორმა და მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების კომენტირებისას „მირ-24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ხალხი დაიღალა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობით. არსებობს მესამე ძალა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველანაირად ცდილობს, ერთმანეთს გადაჰკიდოს რუსეთი და მისი მეზობლები, ძორითადად, მართლმადიდებლური ქვეყნები. რუსეთი ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა – სანქციები, ჩამოგდებული თვითმფრინავი, ეს წყევლას ჰგავს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა უნდა გაგვაერთიანოს“, – ამბობს პავლიაშვილი.
მომღერალი ასევე აცხადებს, რომ მას არ სურს, მომავალ თაობებს შორის ისეთი დამოკიდებულება იყოს, როგორიც დღეს საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას შორის არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები