“ჩვენ მოვახდინეთ მაღალი გამდიდრების ურანის გატანა ქვეყნიდან”

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში იმყოფებოდა. გიგლა აგულაშვილი მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის პროცესს დაესწრო.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრას საფუძვლად დაედო 2014 წლის 25 მარტის ბირთვული უსაფრთხოების ჰააგის სამიტის კომუნიკე, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ შესაბამისი ზომები მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის შესამცირებლად.
შესაბამისად, განხორციელებული რეპატრიაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან შესრულდა კომუნიკეთი დაკისრებული ვალდებულება, რის შედეგადაც, საქართველო 2016 წელს დაგეგმილ აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ხვდება, როგორც ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფო.
რეპატრიაციის სანაცვლოდ, კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარი. შედეგად, სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეორადარს შეიძენს, რომლის საშუალებითაც ადრეულ ეტაპზე მოხდება ამინდისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების დეტალური და ლოკაციური პროგნოზირება. თანხის ნაწილით კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია შესაბამისი დანადგარებით, სამედიცინო ფიზიკის მოთხოვნების გათვალისწინებით აღიჭურვება.10455050_1246677868681534_7347997907036479725_n
რეპატრიაციის პროცესში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროები მონაწილეობდნენ.
„ჩვენ მაღალი გამდიდრების ურანი ქვეყნიდან გავიტანეთ. ეს დიდი მიღწევაა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. მე წარმოვადგენ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიეთ ქართულ მხარეს და კარგია, რომ ერთობლივი ეფექტური მუშაობით ეს პროექტი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები