ქუთაისის „თი-ბი-სი გალერეამ“ მთამსვლელთა ფოტოების გამოფენას უმასპინძლა

 „თი-ბი-სი“ ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის „თი-ბი-სი გალერეაში“ მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის” ფოტოების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე კლუბის მთამსვლელებისა და მოგზაურების მიერ 2013-2015 წლებში, საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ექსპედიციის დროს გადაღებული 30 ფოტონამუშევარი იყო წარმოდგენილი. მთამსვლელების ფოტოები ქუთაისის „თი-ბი-სი გალერეაში“ ფოტოკონკურსის „კადრი-ქუთაისი” ფარგლებში გამოიფინა, რომლის მიზანს ნიჭიერი ფოტოგრაფებისა და ფოტოხელოვანების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს.
„კადრი – ქუთაისი” ქალაქ ქუთაისის მერიის ინიციატივით ტარდება და ის ფოტოკონკურსის „ილოს” ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს (კონკურსი გასული საუკუნის 60-70 წლებში ქუთაისში მოღვაწე ფოტოგრაფის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს). კონკურსის ფინალური ეტაპი 24 დეკემბერს „თი-ბი-სი გალერეაში“ შედგება და გამოვლინდება გამარჯვებულებიც. გამოფენის ფარგლებში ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა კონკურსის მონაწილეებსა და ფოტორგაფიით დაინტერესებულ პირებს მასტერკლასები ჩაუტარა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები