საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, სავარაუდოდ, 2016 წლის მეორე ნახევარში მიიღებენ

ბრიუსელი საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას 2016 წლის მეორე ნახევარში აპირებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირის ელჩმა ვიგაუდას უშაცკასმა განუცხადა.
„ევროკომისიის დასკვნა ნიშნავს, რომ საქართველომ და უკრაინამ უვიზო რეჟიმისთვის აუცილებელი მოთხოვნები შეასრულეს. შემდეგი ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო პროცესი. ევროკომისია ფორმალურად წარმოადგენს ახალ კანონმდებლობას, ხოლო ევროპარლამენტმა ის უნდა დაამტკიცოს“, – განუცხადა უშაცკასმა „რია ნოვოსტის“.
მისივე განმარტებით, „რთულია იმის თქმა, რამდენი დრო დასჭირდება ამ საკითხების საბოლოო მოგვარებას“.
„ჩემი ვარაუდით, უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნებისთვის მომავალი წლის მეორე ნახევარში იქნება შემოღებული“, – განაცხადა ელჩმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისიამ საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები