უსუფაშვილი დარჩიაშვილს: თქვენ ვერ გადაწყვეტთ, როგორ იმუშაოს პარლამენტმა
თქვენი გადასაწყვეტი არაა, როგორ იმუშავებს პარლამენტი, – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უმცირესობის დეპუტატს დავით დარჩიაშვილს მიმართა.
დარჩიაშვილის თქმით, ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურებისთვის შეხვედრები ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში უნდა გაიმართოს.
მისივე განმარტებით, პროცედურებისთვის გაცილებით მოსახერხებელი იქნება, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში შეხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის წევრებთან აქტიური მუშაობაა საჭირო.
აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილს შეახსენა, რომ ის ვერ გადაწყვეტს, როგორ იმუშაოს პარლამენტმა. “თუ კომიტეტებში მუშაობთ, იქ, ასევე ოთახებიც გაქვთ დარეზერვებული. დადიხართ ბიუროს სხდომებზე, რატომ არ შეიძლება შეხვედრები თბილისში გამართოთ. თქვენ ვერ გადაწყვეტთ, როგორ იმუშაოს პარლამენტმა, თუმცა, ის თუ სად შეხვდება უმცირესობა მთავრობას, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ეს საკითხი ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დარჩიაშვილს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს 28-29 დეკემბერს უმასპინძლებს.