„ნაციონალები“ ჟვანიას საქმის გამოძიების მასალების გასაჯაროებას ითხოვენ

    საპარლამენტო უმცირესობა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების მასალების გასაჯაროებას მოითხოვს. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ წაყენებული ბრალდების მუხლი ხელისუფლების მიერ ამნისტირებულია და ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ჩაჩუას დაკავებით ხელისუფლება მასზე ზეწოლას ცდილობს.
“ლევან ჩაჩუას დაკავება უკანონოდ მოხდა. რა მუხლითაც მას ბრალი წაუყენეს, ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან არის ამნისტირებული და, მეორე მხრივ, ხანდაზმულობის ვადა არის გასული. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩაჩუაზე ზეწოლა განხორციელდეს და მას ათქმევინონ ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ ყოფილა”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები