ყირიმში დონბასის „არყის მეფე“ მოკლეს

ყირიმში დონეცკის „კრიმინალური ავტორიტეტი“ მიხეილ ლიაშკო მოკლეს. ის ასევე ცნობილია „მიშანია კოსოის“ და „მიხალ მიხალიჩის“ სახელით. ლიაშკოს ცხედარი მისივე, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.
ლიაშკოს დაცვის თანაშრომლებმა სამი გასროლის ხმა გაიგეს, სახლში შევიდნენ და იქ თავისი შეფი მოკლული აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას გამოცემა fakty.ua ავრცელებს.
მიხეილ ლიაშკო ცნობილი გახდა 90-იან წლებში. ის დონბასის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ლიაშკო დიდი ხნის განმავლობაში სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდა და ჯართის შესყიდვით იყო დაკავებული. ის ახლო ურთიერთობებში იყო რინატ ახმეტოვთან და ბორის კოლესნიკოვთან. ბოლო წელიწად-ნახევარი ლიაშკო აქტიურად თანამშრომლობდა „დონეცკის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობასთან. ერთ-ერთი ვერსიით, მან სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჯართის გატანის სქემა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები