საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის წელს 2 400 ადამიანი დააკავეს

2015 წელს საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას წესების დარღვევისთვის 2 400 ადამიანი დააკავეს, ხოლო „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევისთვის 150 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამმართველოში განუცხადეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, საზღვრის გადაკვეთისას ამოღებულია 1100 კილოგრამი თხილი, რომლის ფასი 290 ათას რუბლს შეადგენს. ამ უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული პირები შემდგომი რეაგირებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები