დიდმა ბრიტანეთმა ჰელმანდის პროვინციაში სამხედროები გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა ჰელმანდის პროვინციაში სამხედროები გაგზავნა, ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანელმა სამხედროებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც თალიბების მიერ ქალაქ სანგინის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სპეციალისტების ჯგუფი „კემპ შორაბაკის“ ბაზაზე განთავსდება. ეს სამხედროები საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ისინი ნატოს კონტინგენტის ფარგლებში კონსულტანტების ფუნქციას შეასრულებენ.
დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში სამხედრო ოპერაციები გასულ წელს შეწყვიტა. ამჟამად ქვეყანაში ექსპერტების სახით 450 სამხედრო მოსამსახურე რჩება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები