რა ურჩია ბიძინა ივანიშვილმა მანანა კობახიძეს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, შეწყალების კომისიის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.

როგორც დეპუტატმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, ყოფილმა პრემიერმა მას ურჩია, რომ ამ სიბინძურეზე პასუხის გასაცემად დრო არ დახარჯოს.

„ბატონ ბიძინას და პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ვისაუბრე, მათ საკუთარ თავზეც აქვთ გამოცდილი მთელი ეს სიბინძურე, რაც ახლა ჩემ მიმართ ხდება. ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, სხვას რას უნდა ელოდო იმ ჯგუფისგან, ვინც ამ კამპანიას აგორებსო. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია და მირჩია, ამდენი დრო არც ვხარჯო ამ სიბინძურეზე პასუხის გასაცემად“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები