„ევროკავშირთან მიმდინარე პროცესების პარალელურად, რუსეთთან გზის გახსნას დადებითად ვაფასებ“

„მაისში ან ივნისში უკვე ველოდები, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის და ევროკავშირის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა გაიხსნება“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა.
„ საქართველოსთან მიმართებაში ზედმიწევნით დადებითი დასკვნა გამოქვეყნდა. ეს ბევრ სიკეთეს მოიტანს, ესაა ევროპაში განათლების მიღების საშუალება, მეტი საშუალებაა მოგზაურობისთვის, მოქალაქეები ვიზის მოლოდინში რიგებში აღარ იქნებიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის რეალური კარის გაღება, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის“,- აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
რას შეეხება რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან შესაძლო უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს, დოლიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხთა შორის მიმოსვლის აღდგენას ხელს შეუწყობს და მეტ პოზიტივს შეიტანს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით. ჩვენი ბევრი მოქალაქე რუსეთში იმყოფება და რუსეთთან გზის გახსნას იმ პროცესების პარალელურად, რაც ევროკავშირთან მიმდინარეობს, დადებითად ვუყურებ. პარალელურად პრეზიდენტ პუტინის მხრიდან სხვა ნაბიჯების გადადგმაც თუ დაიწყება, კარგი იქნება. თუმცა რუსეთი კვლავ ოკუპანტად და დესტრუქციულ ძალად რჩება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები