პრეზიდენტი 2016 წელს ევროპული სახელმწიფოს წლად აცხადებს

გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც მან სამხედროებს განუცხადა, 2016 წელს ის ნაბიჯები, რაც საქართველოს დარჩენილი აქვს დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით, განმტკიცდება და წინ გადაიდგმება.
“2016 წელს ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ, იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ჩვენ ერთად გვაქვს მისაღწევი, ამ წელში განმტკიცდება და ნაბიჯები წინ გადაიდგმება. ამ ნაბიჯებს ერთად მთელი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და, რა თქმა უნდა, ქართული ჯარი და არმია გადავდგამთ. 2016 წელს ჩვენ ვიზეიმებთ ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას. იმ დამოუკიდებლობას ვიზეიმებთ, რომელიც ჩვენ, ჩვენმა თაობამ ერთად მოვიპოვეთ. 2016 წელს ჩვენ დავინახავთ ახალ მიზნებს, რომელიც საქართველოს ახალ მომენტებს და წინაპირობას უქმნის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები