„ჯერ არ გადამიწყვეტია, წავალ ბიზნესში, თუ დავრჩები პოლიტიკაში“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარეს გოგი თოფაძეს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. როგორც პარლამენტის წევრმა განმარტა, მისი ფრაქციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების დამტკიცების შემდეგ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, წავა ბიზნესში, თუ პოლიტიკაში დარჩება.
„რამდენიმე კანონპროექტია, რომელიც უშუალოდ ჩვენი ფრაქციის ინიცირებულია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი. მივიღებთ ამ კანონებს და ამის შემდეგ გადავწყვეტ, წავიდე ბიზნესში თუ დავრჩე პარლამენტში. ჩემს კომპანიას უფრო წაადგება, თუ მე ბიზნესში წავალ, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები