გამოკითხულთა 33% თვლის, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა

NDI კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 16% მისცემდა ხმას, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” – 10%.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას “თავისუფალ დემოკრატებს” მისცემდა.
ასევე, კვლევის თანახმად, კითხვაზე – “ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას”, გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა.
კითხვაზე, “ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა”, გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება”, 9% აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო 5% “თავისუფალ დემოკრატებს” ასახელებს. ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს, გამოკითხულთა 21% “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს, ხოლო 16% – “ქართულ ოცნებას”, 25-%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები