თინათინ ხიდაშელი: მე არ ველოდები რაიმე მყისიერ საფრთხეს

მე არ ველოდები რაიმე მყისიერ საფრთხეს, -ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსული სპეცსამსახურები საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილ გოგონას ეძებენ, რომელიც რუსეთში თავდასხმების განხორციელებას გეგმავს.
“რატომ ხდება ეს ყველაფერი, ამაზე ჩვენ ყველას პასუხი გვაქვს-მუდმივად უნდათ გვამყოფონ ამ რეჟიმში პანიკის და საშინელების მოლოდინის, ეს არის ამოცანა, ჩვენი ამოცანა პირიქით არის, რომ არ ავყვეთ ამას,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს ინიციატივა ევროკავშირს და ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება.
„დაუწესეს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი, შემდეგ საბარგო თვითმფრინავით გამოისტუმრეს იქიდან. ასევე ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ გააუქმონ ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ევროკავშირმა გაგვიუქმა სავიზო რეჟიმი,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები