კოპიტნარის აეროპორტში ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა.
პირველი ავიარესის მიღების ცერემონიას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.
ავიაბილეთის ერთი გზის საფასური 60 აშშ დოლარი, ხოლო ორი გზის – 130 აშშ დოლარიდან იწყება. ხარკოვის მიმართულებით 2013- 2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია “ვიზეარ უკრაინა“ ახორციელებდა.
რეისები ავიაკომპანიამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები