კალაძე ჟვანიას საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს

      თუ გამოძიებას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპრეზიდენტთან კითხვები ექნება, ის აუცილებლად დაიკითხება -ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
“კონკრეტული დეტალები არ ვიცი, თუ რა ბრალი მიუძღვის ჩაჩუას, ან მიუძღვოდა თუ არა ზოდელავას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები განვლილ წლებში არსებობდა. გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, სწორი იქნება, მის დასრულებას დაველოდოთ, თუ რა დეტალები გამოიკვეთება, რა იქნება ახალი და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ საქმეზე შეფასების გაკეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ექსპერტი ლევან ჩაჩუა გუშინ დააკავა. ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები