დავით ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაციის შესახებ პოზიტიური დასკვნა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია
„ევროკომისიის დასკვნა პოზიტიური იქნება“,- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ დადებითი დასკვნა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.
„დღეს ველით უმთავრეს აღიარებას, რომ სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც მთავრობამ განახორციელა, სწორედ იმ სწორი პოლიტიკის გამო, რომელიც განხორციელდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი ღია იქნება. ამის პირველი ნაბიჯი ევროკომისიის დასკვნა იქნება, რომელიც პოზიტიური იქნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.