ალექსეი პუშკოვი: ბოლო წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს აშკარა დაძაბულობა

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ვიზების გაუქმების პერსპექტივა წარმოიშვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების წყნარი ტონალობის დამსახურებით, იმ დროსთან შედარებით, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.
“ბოლო წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს აშკარა დაძაბულობა. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს იქნება ასევე, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, რადგან ქვეყანა მდიდარი არ არის და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება”, – აღნიშნა პუშკოვმა.
მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაწონასწორებული მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში არჩევნები ჩატარდა და სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა.
“ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, პრინციპში, დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ ხაზს არ წარმოადგენს რუსეთისადმი მტრობა, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. ანუ, ცხადია, რომ სააკაშვილის დროს ხელისუფლებაში იყვნენ პროამერიკული-რუსოფობი ადამიანები. ახლა უფრო დაბალანსებულები არიან. ხვდებიან, რომ საქართველოს გააჩნია ინტერესები, რომლებიც მათ რუსეთთან აკავშირებს, კერძოდ, ეკონომიკური კავშირები. მეჩვენება, რომ პროგრესი არის, ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება. ეს პუტინმაც აღნიშნა, გამოყო ის ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება რუსეთმა გადადგას. არ გვსურს, რომ საქართველოში შეიქმნას ანტირუსული ისტერიის რეციდივები. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების დალაგებისთვის”, – განაცხადა პუშკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები