,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია აბაშის მუნიციპალიტეტში გახსნეს.
კოფერენციაზე საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად მამუკა კვიტაშვილი აირჩიეს და ბიუროს წევრები დაამტკიცეს. დღესვე კონფერენციები გაიმართა ბაღდათის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში .
„ჩვენ ვაგრძელებთ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რეგიონალური საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას. დღეს ვიმყოფებით აბაშის მუნიციპალიტეტში, სადაც კონფერენციის შედეგად ავირჩიეთ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები. დღესვე, კონფერენცოები გაიმართება ბაღდათსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე მოხდება ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეების, ბიუროს წევრებისა და ყრილობის დელეგატების არჩევა”,- განაცხადა კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.