გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ჟან-კლოდ ფრეკონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ჟან-კლოდ ფრეკონს შეხვდა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონული მმართველობის თემები განიხილეს. მათივე თქმით, მხარეებმა “ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის საქართველოში” გზამკვლევის შესახებ ისაუბრეს, რომელიც პოსტმონიტორინგის რეჟიმში საქართველოსთან ურთიერთობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.
ჟან-კლოდ ფრეკონის განცხადებით, საქართველოს თანამშრომლობა ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან წარმატებულია, რასაც მონიტორინგის პროცესის დასრულება და პოსტმონიტორინგის რეჟიმში გადასვლაც მოწმობს. საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები