ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა.

მხარეებმა სამომავლო პროექტების ირგვლივ ისაუბრეს და თანამშრომლობის გზები დასახეს. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია და მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება და რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობაა.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს 57 დამფუძნებელი წევრი ქვეყანა ჰყავს. საქართველო ბანკის 45-ე დამფუძნებელი ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები