პუტინი – თურქეთის ხელისუფლებას სურს, აშშ-ს ერთი ადგილი აულოკოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებას სურს, აშშ-ს ერთი ადგილი აულოკოს. ამის შესახებ პუტინმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეს კომენტარი რუსეთის ლიდერმა სააგენტო „ანადოლუს“ კორესპონდენტის კითხვის კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც პუტინს ჰკითხა, იმოქმედა თუ არა მოსკოვი -ანკარის ურთიერთობების გაუარესებაზე მესამე მხარემ?
„არის თუ არა მესამე მხარე? არ ვიცი, რთული სათქმელია. ალბათ თურქეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აშშ-ს ხელისუფლებას ერთი ადგილი აულოკოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სჭირდებათ ეს ამერიკელებს,“ – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდება იყო „არამეგობრული და მტრული ნაბიჯი“, მაგრამ დაამატა, რომ რუსეთი სირიიდან არსად წასვლას არ აპირებს.
„მათ რა, ეგონათ, რომ ჩვენ სირიიდან გავიქცევით? ჩვენ ის ქვეყანა არა ვართ“, – განაცხადა პუტინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ადრე სირიაში ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა არ იდგა, ახლა იქ „S-400“-ის საზენიტო კომპლექსებია განთავსებული. „აბა, ახლა იფრინონ!“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები