საქართველოს რეგიონების ხელმძღვანელები პოლონელი კოლეგების გამოცდილებას ეცნობიან

ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით პოლონეთში საქართველოდან დელეგაცია ჩავიდა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი – დავით ჯიქია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს რეგიონების ხელძღვანელებმა შეხვედრები გამართეს სვენტოკშისკას რეგიონის მარშალის მოადგილესთან იან მაჩკოვიაკთან და ქალაქ კელცეს მერთან ვოიცეხ ლუბავსკისთან. ქართული დელეგაცია ეცნობა პოლონეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიული მოწყობის სისტემას დაასევე შესაძლებლობა ეძლევათ შეაფასონ დეცენტრალიზაციის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ორგანოების ეფექტური მუშაობა.
დელეგაცია ასევე გაეცნობა სტარახოვეცის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სპეციფიკას, რომელიც პოლონეთში არსებული 14 ეკონომიკური ზონიდან თავისი არსით ერთერთი საუკეთესო მაგალითია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები