თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია „რესპუბლიკელების“ეროვნული კომიტეტის პირველ ათეულში მოხვდნენ

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის 35-კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა. ეს არის კომიტეტი, რომელიც პარტიის შიგნით ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.
როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კომიტეტის პირველ ათეულში პარტიის სრულიად ახალი სახეები, თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია მოხვდნენ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია განახლება, ჩვენ ვართ პროგრესზე და თანამედროვეობაზე ორიენტირებული პარტია.
ყრილობა ირჩევს 35 წევრიან ეროვნულ კომიტეტს. ამ 35 წევრის პირველ ათეულში მოხვნენ თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია. ყრილობაზე 1600-მა ამორჩეველმა ისინი ათეულში შეიყვანა. ეს ნიშნავს იმას, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მზად არის განახლებისთვის. ჩვენმა დელეგატებმა სამ თვეში დაინახეს საგარეჯოში ხიდაშელის ბრძოლა.
დაფასდა მისი შემართება, კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ყრილობამ გადაწყვიტა, რომ თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია იყვნენ იმ ათეულში, რომელსაც ეროვნული კომიტეტი ირჩევს. ეს მათთვის პირველი არჩევნები იყო პარტიის შიგნით, ისინი ახალი წევრები არიან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ საარჩევნო სიას, „რესპუბლიკურ პარტიაში“ სწორედ ეროვნული კომიტეტი ამტკიცებს. სამნიძის განმარტებით, საარჩევნო სიაში იქნებიან ახალი სახეები, თუმცა, მისივე განმარტებით, კომიტეტის შემადგენლობა არ ნიშნავს იმას, რომ პარტიის სია მისი იდენტური იქნება.
„ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა არ ნიშნავს იმას, რომ მისი თანამიმდევრობა და შემადგენლობა ჩვენი პარტიის საარჩევნო სიის იდენტური იქნება“,- აღნიშნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები