ნიჟნი-ნოვგოროდში ექვსი ბავშვის მკვლელის სასამართლო პროცესი დაიწყო

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში ოლეგ ბელოვის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც ცოლის და ექვსი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული.
„ვესტი.რუ“-ს ინფორმაციით, ბელოვი სასამართლოს მის გათავისუფლებას სთხოვდა, მაგრამ სასამართლო ორგანოებმა მანიაკის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბელოვი „ცხარე ცრემლებით ტირის და სიდედრს ბოდიშს უხდის“, თუმცა ვალენტინა ზაიცევა, რომელიც ბრალდების მთავარი მოწმეა, ამას „თამაშს“ უწოდებს.
სიდედრი ყვება, რომ ბელოვი მას, ასევე მეუღლეს და ბავშვებს ხშირად სცემდა. სიდედრი დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბელოვი ნაწილობრივ შეურაცხადია, ის შიზოფრენიით არის დაავადებული. ამიტომ ის შეიძლება დამნაშავედ ცნონ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები