აშშ და კუბა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე შეთანხმდნენ

აშშ-მ და კუბამ ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ეტაპზე კუბის და აშშ-ის ავიაკომპანიებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, ამიტომ უცნობია, როდის შესრულდება პირველი ავიარეისი. ბოლო თვეებში კუბაში ამერიკიდან ჩასვლის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთი წლის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბის წინაღმდეგ ემბარგოს გაუქმების წინადადებით კონგრესს მიმართა. ამავდროულად, ჰავანა აცხადებს, რომ ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზებისთვის აშშ-მ კუბას ეკონომიკური ემბარგო უნდა გაუუქმოს და გუანტანამოდან სამხედრო ბაზა გაიყვანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები