აშშ-ის თავდაცვის მდივანი პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ინსტრუქციების დარღვევით პირად საფოსტო აქაუნთს სამსახურეობრივი მიმოწერისთვის იყენებდა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.
გამოცემის ინფორმაცით, პენტაგონის ხელმძღვანელი პირად ფოსტას თითქმის ორი წლის განმავლობაში იყენებდა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეწყვიტა კარტერმა ეს პრაქტიკა და რამდენი წერილი გააგზავნა ამ ხნის მანძილზე.
რამდენიმე დღის წინ კარტერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა შეცდომა აღიარა და ამ ტიპის კავშირით სარგებლობა საერთოდ შეზღუდა.
2012 წელს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მის ყველა თანამშრომელს, თანამდებობის მიუხედავად, სახელმწიფო საკითხებზე მიმოწერისთვის კერძო ელექტრონული ფოსტის გამო ყენება ეკრძალებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები